ლიკვიდირებული არიან ჰეზბოლას ტერორისტები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებზე თავდასხმას გეგმავდნენ,_ ამის შესახებ ინფორმაციას IDF ავრცელებს და წერს, რომ მათმა ჯარისკაცებმა “აღმოაჩინეს ტერორისტული უჯრედი, რომელიც გეგმავდა ჯარებზე თავდასხმას ასაფეთქებელი დრონების გამოყენებით.
ერთ-ერთი ტერორისტის იდენტიფიცირება მოხდა და მისი ლიკვიდაცია განხორციელდა ზუსტი დარტყმის შედეგად.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული და განადგურებულია ისრაელისკენ მიმართული დატენილი სარაკეტო გამშვები დანადგარი.
















