12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

IDF: ისრაელმა ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების 16 თვითმფრინავი გაანადგურა 15 წუთის წინ 55 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ყუდსის ძალების 16 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს, რომლებსაც რეჟიმი ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციისთვის “იარაღის მისაწოდებლად იყენებდა.”

არმიის განცხადებით, მეჰრაბადის აეროპორტს ყუდსის ძალები “ახლო აღმოსავლეთში რეჟიმის ტერორისტული პროქსი ძალების შეიარაღებისა და დაფინანსებისთვის ცენტრალურ ჰაბად იყენებდა.”

“იარაღითა და ფულით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტიდან მრავალჯერ აფრინდა და რეგიონის სხვადასხვა ნაწილში დაეშვა, რათა მისით ირანული ტერორისტული რეჟიმის მარიონეტულ ძალებს ესარგებლათ.” – განაცხადა IDF-მა.

IDF-ის მიხედვით, 16 თვითმფრინავის გარდა იერიშების ფარგლებში დაარტყეს აეროპორტში განლაგებულ სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურასაც და ასევე რამდენიმე ირანულ ავიაგამანადგურებლებს, რომლებმაც “საფრთხე შეუქმნეს ირანის საჰაერო სივრცეში მოქმედ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ
შემდეგი სტატია“აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება” – გელა აბულაძე “TV იმედს” სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს