ისრაელის არმიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა დღეს დილით ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მიწისქვეშა ბუნკერი გაანადგურა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, დაახლოებით 50-მა ავიაგამანადგურებელმა ბუნკერი 100-მდე ბომბით დაბომბა. IDF-ის მიხედვით, ობიექტი თეირანში ირანის “ხელმძღვანელობის კომპლექსის” ქვეშ მდებარეობდა და რამდენიმე ქუჩის ქვეშ ვრცელდებოდა. ბუნკერი მოიცავდა “მრავალ შესასვლელ პუნქტსა და ოთახს ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენიანი წევრების შესახვედრად.”
“მიწისქვეშა ბუნკერი კომპლექსის ქვეშ იყო აშენებული და წარმოადგენდა უსაფრთხო საგანგებო ობიექტს ლიდერის მიერ ომის სამართავად, რომელიც მანამდე მოკლეს, სანამ მისით სარგებლობას შეძლებდა.” – განაცხადა IDF-მა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, შაბათს იერიშის შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ, “კომპლექსის გამოყენებას ირანული რეჟიმის გავლენიანი წევრები განაგრძობდნენ.”
IDF-მა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ბუნკერის დაბომბვის კადრებიც:













