IDF – ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ბოლო 2 კვირის განმავლობაში “ჰეზბოლას” მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო მიიღეს.

“ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ. ნამდვილად მზადაა ლიბანის სახელმწიფო, ღაზაში ტერორისტების გამო, საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს? – ეს არის კითხვა, რომელიც ლიბანის ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (NEMA) განაცხადა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰეზბოლა“ თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს
შემდეგი სტატიაელჩი – ისრაელიდან საქართველოში ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა