IDF-ის განახლებული მონაცემებით, ღაზაში სულ მცირე 203 ტყვეა

“ჰამასს” ღაზაში სულ მცირე 203 ტყვე ჰყავს – ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან.

ახალი მონაცემები IDF-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

მანამდე IDF ამბობდა, რომ ღაზას სექტორში სულ მცირე 199 მძევალი იმყოფებოდა. თავად “ჰამასი” კი ამტკიცებს, რომ 200-დან 250 ტყვე ჰყავთ აყვანილი.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ცნობით, მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი ნახეს – BBC
შემდეგი სტატიაშოლცი – აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს სამოქალაქო მსხვერპლი – ამაზე ცინიკური არაფერია