13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

IDF-ის დარტყმა ღაზაში: ლიკვიდირებულია ორი პირი, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადაკვეთეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, დღეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო დარტყმის შედეგად ორი პალესტინელი ოპერატიული მუშაკი იქნა ლიკვიდირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის დივიზიის ჩრდილოეთ ბრიგადის ჯარისკაცებმა შენიშნეს ორი პირი, რომლებმაც ე.წ. „ყვითელი ხაზი“ (ცეცხლის შეწყვეტის ხაზი) გადაკვეთეს.

არმიის განცხადებით, პირები ისრაელის ძალებს ისე  მიუახლოვდნენ, რაც სამხედროებისთვის მყისიერ საფრთხეს წარმოადგენდა.

საფრთხის აღმოსაფხვრელად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა (IAF) წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორივე პირი ადგილზე დაიღუპა.

IDF ხაზს უსვამს, რომ ოპერაცია მიზნად ისახავდა ისრაელის ჯარებზე თავდასხმის პრევენციას იმ ზონაში, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის თეატრალური საზოგადოება: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის არიან დაპატიმრებულები
შემდეგი სტატიაპიტ ჰეგსეთი: ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტეში მეკობრეობა და ტერორიზმია