ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანსა და ლიბანში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა.
IDF-ის განცხადებით, ირანის ტერიტორიაზე სულ 10 800 დარტყმა განხორციელდა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Hrana იტყობინება, რომ 7 აპრილის მონაცემებით (როდესაც დონალდ ტრამპმა ორკვირიანი ზავი გამოაცხადა), ირანში 1 701 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ისრაელმა ლიბანში 14 900 საარტილერიო და 2 500 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მიზანში ამოღებული იყო 165 მრავალსართულიანი შენობა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 6-კვირიანი კონფლიქტის შედეგად დაღუპულია 2 100 ადამიანი. ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. ეს ნიშნავს, რომ ლიბანის ყოველი მეხუთე მცხოვრები იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
















