ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ქალაქ ხიამში, ერთ-ერთი ეკლესიის ქვეშ „ჰეზბოლას“ მიერ აგებული გვირაბი აღმოაჩინეს. გივატის ბრიგადის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რელიგიური ნაგებობის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მარშრუტი და სამი ახალი შახტა დაფიქსირდა.
IDF-ის განმარტებით, აღნიშნული შახტები „ჰეზბოლამ“ 2024-2026 წლების ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ააგო, რაც ინფრასტრუქტურის რეაქტივაციაზე მიუთითებს.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია სისტემატურად იყენებს რელიგიურ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სამხედრო მიზნებისთვის, ლიბანის მოსახლეობას კი „ცოცხალ ფარად“ იყენებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რელიგიური დაწესებულებების განზრახ გამოყენება სამხედრო საჭიროებებისთვის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.














