IDF ღაზის მოსახლეობას მოუწოდებს, ჩრდილოეთ ზოლი 10-დან 4 საათამდე, საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით დატოვონ

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ამბობენ, რომ ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეძლებს.

“თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ “ჰამასის” ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ,” – მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას X-ზე არაბულად აქვეყნებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს აცნობეს, ღაზის პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები – ღამით ღაზაზე შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა
შემდეგი სტატიათურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს