10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

IDF: გავანადგურეთ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის განსვენებული უზენაესი ლიდერი სარგებლობდა

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებს, რომ  მათ თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში ღამის განმავლობაში გაანადგურეს თვითმფრინავი, რომლითაც ირანის განსვენებული უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი სარგებლობდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ ხომალდს ირანის სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო პერსონალი იყენებდნენ იარაღის შესყიდვების ხელშესაწყობად და მოკავშირე ქვეყნებთან კოორდინაციისთვის.

ამასთანავე, ისრაელის სამხედროების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ რჩება ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარები. ისრაელის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, ამ დანადგარების 70% უკვე განადგურებულია ან მწყობრიდანაა გამოსული.

banner
წინა სტატიაშიპეტერ სიიარტო: საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები! ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია!
შემდეგი სტატიაგიგა ფარულავა: “ლელოს” პოზიციას მკაფიოობა სჭირდება