“იდენტობის” მიერ დაგეგმილი აქცია უმრავლესობის დეპუტატებმა დისკრიმინაციული გამონათქვამებით შეაფასეს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

პარლამენტთან უნდა გაიმართოს აქცია ორგანიზაცია იდენტობის მიერ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც უმრავლესობის ინიცირებულია და ეხება ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

პარლამენტთან დაანონსებულ აქციას გამოეხმაურნენ დეპუტატები. მათ აქციაზე საუბრისას დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენეს.

„ცინიკურია, როდესაც ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი ზოგიერთები,“ – აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

მსგავსი რეაქცია აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ომარ ნიშნიანიძეს ორგანიზაცია იდენტობის მიერ დაგეგმილ აქციაზე.

„ქუთაისში პიდარასტების აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა,“ – განაცხადა ომარ ნიშნიანიძე.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებისთვის მოულოდნელია, რომ დავას მხოლოდ 2 მხარე ჰყავს
შემდეგი სტატიაწინა თვესთან შედარებით, თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა