„იდეალური იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი“ – სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დასახელება იდეალური ვარიანტი იქნებოდა:

“მე პირადად არ მომწონს ის იდეა, რომ “ქართულ ოცნებას” შეიძლება კანდიდატი არ ჰყავდეს. მე მიმაჩნია, რომ იდეალური ამ შემთხვევაში იქნებოდა, რომ გუნდის ლიდერი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი… ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში30 გახმაურებული და გამოუძიებელი საქმე – ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერს წერილით მიმართეს
შემდეგი სტატიაChannel Georgia Conslating და კომპანია Ermed Georgia ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს