იდეა, რომლის გამოც ლენინი საფლავში გადატრიალდებოდა

არა, ეს არ არის მონტაჟი. ეს 90-წლების რუსეთის რეალობაა. ტორტი „ლენინი კუბოში“ არის მხატვრების იური შაბელნიკოვის და იური ფესენკოს საკმაოდ ცნობილი აქცია, რომელიც მოსკოვში გაიმართა 1998წ. 30 მარტს. რთული სათქმელია თუ რამ შთააგონა ავტორები განეხორციელებინათ ეს ავანგარდული პროექტი. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის გარემოება, რომ თანამედროვე სამყარო დაიღალა კერპთაყვანისმცემლობისგან. გასაკვირი ამაში არაფერია, თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტს – ბავშვების მიერ ლენინის „სხეულის ნაწილების“ დიდი სიამოვნებით დაგემოვნებას.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოსკოვში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუკვეთოს ასეთი ტორტი, რომლის ღირებულებაა 1500 ევრო.
ინფორმაციას ავრცელებს რუსული პორტალი «Офигенно».

https://youtu.be/uLJhBpGyui8

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომის საიდუმლო ვერსიები
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: “ლარის გაუფასურებამ ათეულ ათასობით ადამიანი მოულოდნელად გადასახადის გადამხდელი გახადა”