იცლება ქვეყანა რუსეთის, ბიძინას და “ოცნების” გეგმის მიხედვით – ხაზარაძე

“ჩემი სამი მეგობარი, ახალგაზრდა პროფესიონალები, დასაქმებული ადამიანები დამემშვიდობნენ და ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან აქ ცხოვრების პერსპექტივა ვეღარ დაინახეს.

იცლება ქვეყანა რუსეთის, ბიძინას და “ოცნების” გეგმის მიხედვით, იცლება იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც დასაქმებული და წარმატებულები არიან.

ქვეყანა არაა პერსპექტივის და მომავლის მქონე. თუ ეს სწრაფად არ შევცვალეთ და ყველამ ერთად არ გამოვიღვიძეთ, საქართველო დარჩება სხვას.

ჩემს მეგობრებს კი დავპირდი, რომ უფრო მეტად გავაგრძელებ ბრძოლას ამ რეალობის შესაცვლელად, არსად არ წავალ, დაველოდები მათ და სხვების დაბრუნებას თავის სამშობლოში..” – წერს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი – საქართველოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში; წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის
შემდეგი სტატიასუბარი – გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა