“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ვასილ ჩიგოგიძემ რუსი ბიზნესმენის საქართველოს პარლამენტში შეყვანისთვის პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს. ბექა დავითულიანი გავრილოვის მეგობრისთვის საკანონმდებლო ორგანოს საშვის დაშვებაში პრობლემას ვერ ხედავს:
“უბრალოდ ვასიკომ საშვი დაუშვა, სანამ შეხვდებოდა იმან გადაიღო სურათი და ატვირთა…იცით როგორ საზიზღარ ადამიანებს ვიცნობ და იცით რამდენს? პარლამენტში არ ვუშვებ, მაგრამ ქუჩაში მხვდებიან ხანდახან რას ვიზამთ. საშვს დაშვებაზე არ მგონია, რომ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” ამბობს დავითულიანი.