იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს

ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!

ნანუკა ჟორჟოლიანი, სალომე ზურაბიშვილის შვილისგან გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას ასე ეხმაურება:

“გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას. ჩემი მხრიდან მიზებზე საუბარი იქნება უკიდურესად არასწორი. მაგრამ ნიკამ იცის ეს მიზეზები და ისიც, რომ ვაშაძისთვის ეს უმძიმესი თემაა. ისევე როგორც იციან ქოცებმა და ამიტომაც “დაარტყეს” ადამიანურად სუსტ ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს. მეც ძალიან გავრბაზრდი, როცა მივხვდი სად ისროდა ქვებს ზურაბიშვილის ბიჭი. ამიტომაც არ მიკვირს ნიკას გუშინდელი რეაქცია. მე, უარესი მქონდა და ვინც მიზეზს გაიგებთ, კიდევ უფრო უარესი გექნებათ. თორემ, სხვის პირადზე რომ არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ და გვარამიამ იცის, რომელსაც ნახევარქათამას სარეკლამო და მუსიკალურ კლიპებში ეძანიან. ნიკას ორივე შვილი ზუსტად ისე უყურებს ამბავს “ნახევარქათამა” მამაზე, როგორც სალომე მის შვილს უყურებდა, როცა ვაშაძის ბიჭს “დოღზე” ითხოვდა მაგრამ პროტესტი არ გასჩენია. არც ქალური, არც დედური.

იქნებ, ერთხელაც ისე გავბრაზდეთ რომ ერთმანეთის პირადი სივრცეები წინასაარჩევნოდ კი არა, საერთოდ დავივიწყოთ, ოღონდ ყველამ.ორივე მხარემ”- წერს ტელეწამყვანი.

banner
წინა სტატიაში,,თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიტყვი რომ კი ჩვენ შევიტანეთ? იქ იყო ხელყუმბარა” – ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიაჩატაევი სულ რაღაც 20 დღე იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ არ შემოგვიყვანია – ირაკლი ჩიმაკაძე