ჭიჭინაძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან”

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან” და დაიდოს მხოლოდ ხალხთან. ამის შესახებ ჭიჭინაძე „ფეისბუქში“ წერს.

„როგორ შეიძლება შულერს რამეში ენდო?! მითუმეტეს, როდესაც საქმე სამშობლოს ეხება!

და მითუმეტეს, კობახიძეებს, ვისთვისაც გაყალბება, ადამიანების დამცირება საამაყოა.

პირველი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, უნდა გაუქმდეს ყველა ხელშეკრულება “ქართულ ოცნებასთან”!

და დაიდოს მხოლოდ ხალხთან!

ხალხთან ერთად უნდა მივიყვანოთ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე და არა მათ ზურგს უკან და კულუარებში. ისე, მართლა გაუგებარი რჩება ჩემთვის, რა დავუშავეთ ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა ასეთი, კობახიძის, აი ამ მუტანტის სახით რომ გველაპარაკება?-აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიპეტრე კოლხი: არავისი აზრი მაინტერესებს… ჩემი წალენჯიხელები არადროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა გია ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს