ICC-მ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემა გადადო

Jarusalem Post-ის ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე საკითხის განხილვა გადადო.

გადავადება მას შემდეგ მოხდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა, როგორც სასამართლოს მეგობარმა, 10 ივნისს ისრაელზე ICC-ის იურისდიქციის შესახებ შენიშვნის თაობაზე განცხადება შეიტანა.

სასამართლომ სხვა ქვეყნებს მსგავსი განცხადებების შესატანად 2024 წლის 12 ივლისამდე მისცა ვადა. Jerusalem Post წერს, რომ დაპატიმრების ორდერის გაცემის მთელი პროცესი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ის ფაქტი, რომ ICC-ის პროკურორმა, კარიმ ხანმა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა, 20 მაისს გახდა ცნობილი.

ამასთან, სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ორდერი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის სამი ლიდერისთვის – იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფისა და ისმაილ ჰანიესთვის. გადაიდება თუ არა მათი დაკავების ორდერის გაცემა ნეთანიაჰუსა და გალანტის ორდერებთან ერთად, უცნობია.

ისრაელი და შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელის სხვა მოკავშირეები, მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიალიევმა პარლამენტი დაითხოვა, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
შემდეგი სტატიაინჯია კობახიძეს: მოახლოებულია არჩევნები, იქნებიან დამკვირვებლები ჩინეთიდან? ინდოეთიდან?