ICC-ის ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკანეზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია Ria ავრცელებს.

ტომოკო აკანე ჰააგის სასამართლოს იმ პალატის წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მათივე ცნობით, იაპონელი მოსამართლე “რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად” იძებნება, თუმცა მუხლი დაკონკრეტებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს
შემდეგი სტატიაМи-8-ის ავიაკატასტროფისას არა 6, არამედ 4 ადამიანი დაიღუპა – რუსეთის МЧС