ICAN-ს ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს

ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ნობელის მშვიდობის პრემია საერთაშორისო ბირთვული იარაღის განადგურების კამპანია ICAN-ს მიენიჭა.


ICAN-მა ბირთვული იარაღის გარეშე მსოფლიოს არსებობისათვის მცდელობებს ახალი იმპულსი და მიმართულება მისცა, რათა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა განიარაღების გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და ამჟამად მსოფლიოში არსებული 15 ათასი ბირთვული ბომბის ეტაპობრივი განადგურება მოახდინონ, რისთვისაც ICAN-ი აპირებს ისეთი მოძრაობის შექმნას, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელებს, მისი მთლიანად განადგურების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას აიძულებს, აცხადებს კომიტეტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ICAN-მა დღემდის მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ორგანიზებულ 200-მდე ანტი ბირთვულ ღონისძიებას დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საზღვარზე რადარის კომპლექსის მშენებლობისთვის აშშ ესტონეთს $5 მილიონს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაგრიგალი, რომელმაც გერმანიაში 7 ადამიანი იმსხვერპლა, პოლონეთისკენ მიიწევს