IBM-მა გერმანიაში ევროპაში ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი ჩაუშვა

ამერიკულმა კონცერნმა IBM გერმანიაში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ჩაუშვა ევროპაში. IBM Quantum System One-ის გაშვების პროცედურა კონცერნის ენინგენის მონაცემთა ბაზაში მოხდა 15 ივნისს. ცერემონიას დაუსწრებლად თვალყურს ადევნებდა IBM-ის გენერალური დირექტორი არვინდ კრიშნა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვები.
საკუთარ ვიდეომიმართვაში ანგელა მერკელმა კვანტურ კომპიუტერს “ტექნიკის საოცრება” უწოდა და მოწოდება გააკეთა ძალისხმევა არ დაიშურონ იმისთვის, რომ გერმანია კვანტური ტექნოლოგიის სფეროში მსოფლიო ლიდერებს შორის დარჩეს. კანცლერის თქმით, საუბარია მომავლის ტექნოლოგიაზე, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სამედიცინო და სხვა კვლევითი მასალების რევოლუციური პროგრესი, რადგანაც კვანტური კომპიუტერების წყალობით ურთულესი გამოთვლების გაკეთებაა შეასძლებელი.

კვანტური კომპიუტერების შექმნის სფეროში IBM-ის კონკურენტია კორპორაცია Google, რომელმაც 2019 წელს მსოფლიოში პირველი 54-კუბიტური პროცესორი შექმნა. მან 3 წუთსა და 20 წამში ისეთი გამოთვლა გააკეთა, რომელზეც იმ მომენტისთვის IBM-ს 10 ათასი წელი დასჭირდებოდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიყარაბაღის შუშაში ბაქომ და ანკარამ თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაბაიდენმა ევროპასთან ტრამპის სავაჭრო ომი დროებით შეაჩერა