“იბერიას” ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს

სამი პირი დააკავეს ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტის, გიორგი გასვიანის ცემისა და მუქარის ფაქტზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი უკვე ყოფილი პოლიციელია – ის სამსახურიდან გასვიანის ცემის გამო გაათავისუფლეს. მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. შემთხვევა ბორჯომში, ერთი თვის წინ მოხდა. ჟურნალისტი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ორ პირთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„დამატებითი ჩვენებები მივეცი, მინდა გითხრათ, რომ ამოცნობაზე მათ უარი განაცხადეს, თუმცა ამოცნობილები არიან და ამას წყალი არ გაუვა. ვიდეოშიც კი არის დაფიქსირებული ეს სამი პიროვნება. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს იყოს პრეცენდენტი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდეს ადამიანების უდანაშაულოდ ცემა, განსაკუთრებით სამართალდამცავების მხრიდან,“ – განაცხადა გიორგი გასვიანმა.

დაკავების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას დღეს გაავრცელებს. დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი გასვიანი საკუთარი განცხადებებით სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიქართველი ვიცე პოლკოვნიკი დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული