„იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება.

შალვა ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი „იბერიას“ საქმეს შეეწირება. ნათელაშვილის განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხელისუფლების „ყაჩაღურ პოლიტიკას“ ააშკარავებს.

„ისე ვითარება პროცესები, ვფიქრობ, „იბერიას“ სკანდალი შეიწირავს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ისედაც განწირულია დღევანდელობის და ისტორიის მიერ თავისი დანაშაულებრივი, ნარკობარონული, კორუმპირებული, ყაჩაღური პოლიტიკისა და საქმიანობის გამო და იმას, რასაც ვისმენთ ამ სერიალებში, არის ამ საქმიანობის ლუსტრაცია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიკახა ქემოკლიძე: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია
შემდეგი სტატია„ნათელი გახდა რატომ იმყოფება დღეს „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ასეთ მდგომარეობაში”