“იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს – თქვენს ტელევიზიას დავალიანება აქვს და გაჩერებთ ვინმე?!

“თქვენს ტელევიზიას დავალიანება აქვს და გაჩერებთ ვინმე?!,” – ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. ხუზმიაშვილის გაღიზიანება პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა, რომელიც დავალიანებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირდებოდა. ვახო ხუზმიაშვილმა ჟურნალისტს მიმართა, რომ პრემიერის განცხადებაზე გუშინ უკვე გააკეთა კომენტარი და თუ ვერ გაიგო, მისი პრობლემაა.

“პირველი არხისგან არ მიკვირს ეს განცხადება. თქვენ თუ ვერ გაიგეთ, ეგ თქვენი პრობლემაა. თქვენს ტელევიზიას დავალიანება აქვს და გაჩერებთ ვინმე?! პრემიერს მე უკვე გავეცი პასუხი გუშინ და დღეს აღარ ვაპირებ პასუხების გაცემას იმაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. თქვენს წარმომადგენელსაც მივეცი კომენტარი და შეგიძლიათ იმ კომენტარით იხელმძღვანელოთ”,- უპასუხა ხუზმიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია,,მესმის, რომ განათლების სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს”