“იბერიას” და “ომეგა ჯგუფის” საქმე – ივანიშვილს მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს კითხვებზე პასუხის გაცემა ლონდონის სასამართლოში მოუწევთ

დანაშაულში თანამონაწილეობა და კორუფცია – ამ მძიმე ბრალდებით ლონდონის სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღდეგ შევიდა. „ომეგა ჯგუფის“ ინტერესებს დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავლენიანი იურიდიული ფირმა, ”ფილდფიშერი“ იცავს. კომპანიის იურისტი განმარტავს, რომ დაკითხვაზე საქართველოს მთავრობის ექვს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს გამოიძახებენ, სიის სათავეშია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

შეტყობინებას ლონდონიდან მიიღებენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძე.

„ფილდფიშერის“ ადვოკატები ამბობენ, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს.

სიაში, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია, ამ დრომდე გავრცელებულ, არცერთ ფარულ ჩანაწერში არ ფიგურირებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დამატებითი ფარული ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ფიგურირებს.

ლონდონის სასამართლოს დასაკითხ პირთა სიიდან ანზორ ჩუბინიძე და ნოდარ ხადური ის ორი მოქმედი მაღალჩინოსანია, რომლებმაც დღეს საქმეზე განცხადება გააკეთეს. ჩუბინიძეც და ხადურიც “ომეგა ჯგუფის” საქმეზე არაფორმალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე მასალებს აგროვებს, თუ როგორ გაყალბდა მისი შვილის მკვლელობის საქმე
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შიდა კლანური დაპირისპირება-რას წერს “პალიტრა” სტატიაში