“იბარებდა კაბინეტში სკოლის დირექტორებს”… – ახალი დეტალები ია კერზაიას საქმეში

ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარში კიდევ ერთ ადამიანს – ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ადანაშაულებს. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სწორედ კახაბერ ფარცვანიას ეკისრება მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შენგელია არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი საჩივარი პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანოს.

ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე.

“იბარებდა თავისთან კაბინეტში სკოლის დირექტორებს და პირდაპირ ავალებდა რომ პარტიული საქმიანობა ეხორციელებინათ და აგიტაცია-პროპაგანდა ეწარმოებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა,”-აცხადებს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში მიაყენეს” – დაპირისპირება კრწანისის სასწავლო ცენტრში
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა