26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის ქონის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის ქონის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია “questure.poliziadistato.it” ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, პერუჯას შტატის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უმბრიის “სან ფრანჩესკოს” საერთაშორისო აეროპორტში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ლონდონის მიმართულებით რეისზე ასვლას ცდილობდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი თავდაპირველად ლატვიის მოქალაქედ წარსდგა. მან წარადგინა ლატვიის პასპორტი, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქეს პირადი და ბარგის ჩხრეკის შედეგად მეორე პასპორტი აღმოაჩნდა, ამჯერად ქართული, რომელიც მამაკაცის სახელზე იყო რეგისტრირებული.

42 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ ლატვიური დოკუმენტი პოლონეთში უკანონოდ შეიძინა დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მიზნით.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “შემოდგომაზე შევიკრიბებით” ძალიან მავნე გეგმაა, მაშინ როცა ქვეყანა განადგურების პირასაა
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს