იასკო – სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება. ეს ცხადია და ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, რომელიც მივიღეთ ორი დღის წინ. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. როგორ შეიძლება ადამიანის გადაყვანა ჩვეულებრივ ციხეში სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე. ეს შეუძლებელია და არღვევს მის უფლებებს. მეორე საკითხია ის, რომ მე უკვე მეოთხე დღეა, აქ ვიმყოფები და ველოდები დოკუმენტებს, რომ მოვინახულო. კვლავ მეუბნებიან, რომ დოკუმენტები ჯერ მზადების პროცესშია. ვფიქრობ, ეს არის ჩემი და მისი უფლების დარღვევა. რამდენ ხანს უნდა ველოდო და რატომ უნდა ველოდო? რატომ არ ყოფილა ეს პრობლემა აქამდე და ახლა გახდა?“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ფაბრიკა 1900“ საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის
შემდეგი სტატიაზელენსკი – საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად​