იაშვილის სახელობის კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში მამუკა ბახტაძე მივიდა. პრემიერი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს მოინახულებს.

მას შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იქ ასევე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი, კახა კალაძე.

აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნის. დაშავებულია 6 ადამიანი, სისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან
შემდეგი სტატიაიაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი პაციენტიდან ხუთი ხვალ ხელმეორე შემოწმების შემდეგ გაწერება