12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, გასული დღე-ღამის განმავლობაში პაციენტების ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შედეგადაც მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს.

„გუშინდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში მკურნალობას 14 პაციენტი გადიოდა — აქედან 6 დღეს გაეწერა ბინაზე, 8 პაციენტი ჰოსპიტალში რჩება და მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“, — აცხადებენ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  იაშვილის კლინიკაში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. „კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია112 განცხადებას ავრცელებს