იაშვილის კლინიკაშიი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. პაციენტი ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. როგორც ,,თაიმერს” იაშვილის კლინიკაში განუცხადეს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა არ გახლდათ.
,, პატარა იშემიური ინსულტით გარდაიცვალა. დაზიანების ძალიან დიდი კერა  ჰქონდა თავის ტვინში. დაგვიანებული მკურნალობა ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ ისეთ ადგილზე და იმხელა ზომის იყო რომ მისი გადარჩენის შანსი გახლდათ მინიმალური. თავის ტვინის თანდაყოფილი დაზიანებების ფონი გახლდათ,  სავარაუდოდ ვირუსული ინფექციაც განვითარდა და ეტყობა ვირუსმაც ხელი შეუწყო”- აღნიშნა ,,თაიმერთან” საუბარში იაშვილის კლინიკის დირექტორმა ვანიკო ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო