იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა გათავისუფლდა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა გათავისუფლდა.

მან გლდანის ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: კახი კავსაძის მემკვიდრეობა მარადიულია