იარაღის მოხმარების წესის დარღვევა – პროკურორი სიმტებსა და მწყემსს შორის შელაპარაკების მიზეზესს ასახელებს

ამ წუთებში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდის სასამართლო პროცესი იწყება, რომელზეც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა ჯერ რაინ სმიტი მოკლა, შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.

საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა ვრცლად ისაუბრა. დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ხადას ხეობაში მკვლელობა 20 წლის მწყემსმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ჩაიდინა. ბრალდების მხარის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში გადაადგილებისას, სავარაუდოდ, შენიშვნა მისცა მწყემსს სანადირო თოფთან დაკავშირებით.

„ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ ყველანაირად ცდილობდა, კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა, ჩადენილიყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ბრალდებულის დაკავება. დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას, ანუ ეს პიროვნება ამ იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლება, საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება,“- განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ამ ვერსიას არ ეთანხმება და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს.

ბრალდებულის დედა ითხოვს, რომ საქმის გამოძიებაში ამერიკის საელჩო ჩაერთოს

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ოზურგეთში – უცნობმა პირებმა ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს
შემდეგი სტატიაისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს – საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი