იარაღის გაყიდვით აშშ პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე

იარაღის გაყიდვით აშშ პირველ ადგილზეა, რუსეთი - მეორეზე

იარაღის გაყიდვით აშშ პირველ ადგილზეა, რუსეთი - მეორეზე2014 წლის მანძილზე აშშ-მ იარაღის ექსპორტი 35%-ით გაზარდა, რაც 10 მილიარდი დოლარის ექვივალენტია – ნათქვამია აშშ-ს კონგრესის კვლევაში.
ექსპორტის მოცულობა 36,2 მილიარდი დოლარი კატართან, საუდის არაბეთთან და სამხრეთ კორეასთან დადებული შეთანხმებების შედეგად გახდა შესაძლებელი – ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს გამოცემა The New York Times. ამდაგვარად, 2014 წელს აშშ მსოფლიო იარაღის 50%-ს აკონტროლებდა.

რუსეთი აღნიშნულ კვლევაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. იარაღის გაყიდვის მოცულობა 10,2 მილიარდი დოლარია (2013 წელს 10,2 მილიარდი დოლარი იყო). რუსეთის შემდეგ შვედეთი მოდის (5,5 მილიარდი დოლარი). მეოთზე ადგილზე საფრანგეთია 4,4 მილიარდი დოლარით და მეხუთეზე – ჩინეთი 2,2 მილიარდი დოლარით.
მსოფლიოს მსხვილი იმპორტიორები არიან სამხრეთ კორეა, ერაყი და ბრაზილია.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უცხო ქვეყნის ჯარების უკრაინაში ყოფნის გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპოლიციას ხელთ ჩაუვარდა შესაძლო ტერაქტების განხორციელების გეგმა