იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის პასუხისმგებლობა არის გზა ევროპაში მშვიდობის აღსადგენად – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება.

როგორც დმიტრო კულება საკუთარ „ტვიტერზე“ წერს, აღნიშნულის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„დღეს, ჯოზეფ ბორელის თავაზიანი მოწვევით, მივმართე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის პასუხისმგებლობა არის სამი გზა ევროპაში მშვიდობის აღდგენისთვის, უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილურობის დაცვისთვის.

იარაღი: მადლობელი ვარ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დამატებით 500 მილიონი ევროსთვის და მოვუწოდებ დამატებით ორმხრივ სამხედრო დახმარების გამოყოფას. სანქციები: ენერგეტიკული ემბარგო, ნავთობის ფასის შემცირება, ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვა.

მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საჭიროა ისე, როგორც არასდროს – კადიროვი
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინას 500 მლნ ევროს გამოუყოფს