11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

“იაფფასიანი პროპაგანდა, რომელიც აღარ მუშაობს” – ზურაბიშვილი ბოჭორიშვილი-კოსის შეხვედრაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ევროსკოპთან” ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის და ევროკომისარ მარტა კოსის შეხვედრას.

“ეს არის ის უნიჭო პროპაგანდა, რომელიც გრძელდება. ხან ვენსთან სადღაც დერეფანში ხელის ჩამორთმევა, ახლა კოსთან. გუშინ და დღეს ლანძღავენ ევროკავშირს და მის წარმომადგენელს. შენ თუ  გაქვს ეს განწყობდა და დამოკიდებულება ევროკავშირის ლიდერების მიმართ, რატომ აწონებ თავს შენს მოსახლეობას იმით, რომ ხელი ჩამოართვი? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა დასავლეთის ლიდერი, ეროკავშირი იქნება თუ ამერიკა, თუ მიხვედი მათთან, ჩამოგართმევს ხელს, მაგრამ ამის გამოყენება შეიძლება და კარგია, თუ ამას მოჰყვება იგივე დამოკიდებულება, რომ შენ ნამდვილად გინდა ამ ადამიანებთან, პარტნიორებთან ის ურთიერთობა, რომელიც აისახება სწორედ ხელის ჩამორთმევაში და შენ თუ ამას უყურებ როგორც მხოლოდ სურათის მასალას და ამავე დროს გგონია, რომ შეგიძლია გააგრძელო ლანძღვა-გინება და შენი პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არის მხოლოდ ერთი რამ, ეს არის შენი მოსახლეობის მოტყუება ამ იაფფასიანი პროპაგანდით, რომელიც აღარ მუშაობს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, მაშინ როდესაც ივანიშვილის პარტია ევროკავშირის ელჩს მძიმე ბრალდებებს უყენებდა, სწორედ იმ დროს დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსთან ცდილობდა კომუნიკაციას. ამის ამსახველი კადრები საჯაროდ გაავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ამ “ცოლ-ქმარს”, ჩერგო-ბოკერიას ოდესმე ხმას მისცემს