იაფფასიანი და მდარე განცხადებები – ბესელია მეთოფიშვილის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას “იაფფასიანსა და მდარეს” უწოდებს.
დეპუტატის შეფასებით, არასწორია, როცა მოსამართლე პოლიტიზირებულია.

„ამ პროცესში არ არის ადგილი ისეთი მდარე და იაფფასიანი განცხადებებისთვის, ან ისეთი კომიკური ადრესატებისთვის, როგორიც მეთოფიშვილია. ის არ არის ჩემი საპასუხო, მე არ ვთლი, რომ მას უნდა ველაპარაკო, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იმდენად უკვე არალეგიტიმურია თავის მანდატში და დაკარგა აბსოლუტურად რაიმე ტიპის სანდოობა. მე მგონი, რომ ის თვითონვე პასუხობს თავის თავს და იმასაც პასუხობს ჩვენ რისი შეცვლაც გვინდა. ამიტომ, თუ თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე არ ვკითხულობ იმ მდარე ხარისხის გამონათქვამებს, არ ვარ ამით დაკავებული,“-აცხადებს ბესელია

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დახვეწა უმოკლეს ვადებში დაასრულონ