პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს რუსეთში ვიზიტისგან თავი შეიკავება ურჩია – ამის შესახებ იაპონური Kyodo წერს.
“ამისათვის შესაბამისი დრო არ არის” – განაცხადა ობამამ იაპონიის პრემიერთან სატელეფონო დიალოგში. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვიზიტი მაისის თვეში იგეგმება.
ცოტა ხნის წინ პრემიერმა აბემ განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან ტერიტორიული საკითხის საბოლოო გადაჭრისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკებები სურს.