იაპონიის სადაზღვევო კომპანიამ 34 თანამშრომელი რობოტებით ჩაანაცვლა

სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი ხნის წინ აღწერა მომავალი, სადაც ადამიანებს სამსახურებში რობოტები ანაცვლებდნენ. იაპონიის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის ეს მომავალი უკვე დადგა – წერს”ბიბისი”. Fukoku Mutual Life Insurance-ი თანამშრომელებს ანთავისუფლებს. მათ მოვალეობას რობოტები შეასრულებენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შეიქმნა.
ახალი კომპიუტერული სისტემა, რომლის ღირებულება 200 მილიონი იენია, უკვე მიმდინარე თვეს დამონტაჟდება და წელიწადში 15 მილიონი იენი დაჯდება. სისტემა დაფუძნებულია Watson-ის ტექნოლოგიაზე, რომელიც იაპონურმა IBM-მა შექმნა და რომელსაც დახასიათებაში უწერია, რომ “ის არის კოგნიტური სისტემა, რომელსაც ადამიანივით შეუძლია ფიქრი”. რობოტები მონაცემების შესაგროვებლად, ინფორმაციის დასათვლელად და ა.შ. არის განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაშიშემძრა ამ ამბავმა! სად ვეძებოთ დამნაშავე?! – ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიათავდასხმა ბერლინში: სამართალდამცველები ამრის 14 სახელით იცნობდნენ