იაპონიის პრინცესას ტიტულს ჩამოართმევენ

,,იაპონიის პრინცესა მაკო, ტიტულს კარგავს,,- აცხადებს იაპონური პრესა.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის იმპერატორ აკიჰოტოს უფროსი შვილიშვილი, პრინცესა მაკო, რომელსაც ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თავის თანაკურსელ, 25 წლის, არა დიდგვაროვან – კეი კომურომზე დაინიშნა.
პრინცესა მაკომ ნიშნობის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა, რომ იმპერატორმა, მას თავის რჩეულ რიგით მოქალაქესთან ქორწინების ნება მისცა და ამით დიდად კმაყოფილია. კომურომ პრინცესას ცოლობა 2013 წელს სთხოვა. ქორწინების შემდეგ, მაკოს პრინცესას ტიტული ჩამოერთმევა.

banner
წინა სტატიაშიგალის სკოლები: რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს?
შემდეგი სტატიატრამპმა ობამას მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა