იაპონიის პრემიერი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე 2017 წლის დასაწყისში რუსეთში ვიზიტს აპირებს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად – იაპონური მედია ავრცელებს.
მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ტემპის გაზრდა სურს და თვლის, რომ რუსეთთან მშვიდობიანი ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ოთხი კუნძულის მომავლის განსაზღვრა, რომელიც, შესაძლებელია, ორივე ქვეყნის მფლობელობაში იყოს.

აბეს თქმით, მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა საერთაშორისო პრაქტიკაში. “ეს თუ მოხდება, იაპონელებს შეეძლებათ მაშინ მოინახულონ კუნძული, როცა სურთ, და იცხოვრონ კიდეც” – თქვა აბემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი სტუმრობდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს. მათ სადავო კუნძულების სტატუსზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში ათობით ხელშეკრულება დადეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ემხრობა
შემდეგი სტატიალავროვი: მხოლოდ რუსეთს, თურქეთს და ირანს შეუძლიათ სირიის დახმარება