იაპონიის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას გადასცემს

ქუთაისში აფეთქება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ერთ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახურის ცნობით, სპეციალური ტექნიკური საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება და კახეთის რეგიონში, სამსახურის რესურსს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ავტომობილის გადმოსაცემად საგრანტო ხელშეკრულება იაპონიის საელჩოში გაფორმდა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ესწრებოდა, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და იპონის ელჩს, იმამურა აკირას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს იქნება იაპონელი მეგობრების დახმარებით გადმოცემული უკვე მეხუთე სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. მხარეებს შორის თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სამსახურმა უკვე მიიღო ერთი სახანძრო ავტოკიბე და ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი ორი მანქანა.

ტექნიკა თბილისის და ბორჯომის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებშია განაწილებული და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციების დროს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება ქალაქ ბათუმის სამმართველოსთვის ავტო-კიბის გადაცემა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება მაღალსართულიან შენობებში სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში სამწლიანი პროგრამა იწყება
შემდეგი სტატიაოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს