იაპონიის იმპერატორი საკუთარი ნებით გადადგა (ფოტო)

თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე იაპონიის მონარქია ისე შორს იყო ჩვეულებრივი ადამაინებისგან, რომ 1945 წელს, როცა იაპონელებმა რადიოდან გაიგეს იმპერატორ ხიროხიტოს ხმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ქვეყნის დამარცხების შესახებ ამცნო ხალხს, ბევრმა საკუტარ ყურებს არ დაუჯერა. ხიროხიტოს შვილი, იმპერატორი აკიხიტო უფრო მეტად გავიდა ხალხში და “ხალხის ერთობის” ერთგვარი სიმბოლო გახდა. მონარქის როლი ზუსტად ასეა ახსნლი ქვეყნის კონსტიტუციაში – “ბიბისი” წერს.
იმპერატორმა აკიხიტომ, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს ტახტი დატოვა და გვირგვინი თავის უფროს შვილა, მემკვიდრე პრინც ნარუხიტოს გადასცა. უხუცესი იმპერატორი პირველია, ვინც უკანასკნელი 200 წლის მანძილზე საკუტარი სურვილით დატოვა ტახტი.

იმპერატორი აკიხიტო 1933 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და ის მის გვარში, რომელსაც 2600 წლოვანი ისტორია აქვს, რიგით 125-ე იმპერატორია. 1959 წელს პრინცი სიყვარულით დაქორწინდა მიტოკო სიოდეზე და ამით დაარღვია კანონი, რომლის თანახმადაც მას მეუღლე არისტოკრატული წრეებიდან უნდა შეერჩია. ისინი ტენისის მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს.

 

banner
წინა სტატიაშიFacebook-ი სოციალური ქსელების საზოგადოებაზე ზეგავლენას იკვლევს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: გარეჯის თემა სათავეს იღებს 1921 წლის 25 თებერვლის შემდგომი ამბებიდან