იაპონიის ელჩი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოში იაპონიის ელჩი ქალაქ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ახლობლები დაკარგეს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაგება, რომ ამ უბედურმა შემთხვევამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვილების და სკოლის მოსწავლეების“, – ნათქვამია აკირა იმამურას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ავსტრიას ეწვევა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი: ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს