იაპონიაში ზვავის ჩამოსვლას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ

მინიმუმ რვა სკოლის მონწავლე დაიღუპა ზვავის ჩამოსვლის შედეგად მთიან კურორტზე, იაპონიის ქალაქ ნასუში, რომელიც ტოტიგის პრეფექტურაში მდებარეობს –  Japan Today-ი ავრცელებს.

დაშავებულია 30-ზე მეტი. ამასთანავე, გამოცემის ცნობით, მოზარდების გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ დადასტურებულა, რადგანაც, იაპონიაში სიკვდილს კონსტატირებენ სამედიცინო მუშაკები და არა მაშველები.
ზვავის ჩამოსვლისას მთაზე შვიდი სხვადასხვა სკოლიდან 60-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა.
მიმდინარე მომენტში შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიობამა წყნარი ოკეანის კუნძულზე მემუარების საწერად წავიდა
შემდეგი სტატიაერთ-ერთ პირველ „უვიზო“ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია