5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის მიერ დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები დღეს დილით გაიხსნა.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეძლებს და იაპონიის პარლამენტის 465 ადგილიან ქვედა პალატაში 300-მდე მანდატს მიიღებს.

იაპონიაში არჩევნები დიდთოვლობის ფონზე მიმდინარეობს. თოვლმა ტოკიოში საგზაო შეფერხებები გამოიწვია. ასევე, უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით 54 ავიარეისი გაუქმდა.

ცნობისთვის, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, სანაე ტაკაიჩი იაპონიის პრემიერ-მინისტრი 2025 წლის ოქტომბერში გახდა. ტაკაიჩიმ პარლამენტი გასულ თვეში დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის მართვისთვის უფრო ძლიერ მანდატს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შემდეგი სტატიაზუგდიდიდან სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია