იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 454-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3 700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან, ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ხანძარი ხონის საჯარო სკოლაში – ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკოპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობს
შემდეგი სტატია“ამის მონა ხართ” – ხოშტარია და ბოკუჩავა შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ