განმეორებითი მიწისძვრა იაპონიაში- დაიღუპა 27 ადამიანი

ი1 ი2ორი მიწისძვრის შედეგად იაპონიაში 27 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ასეულმა სხვადასხვა ტიპის ტრავმა მიიღო. მეორე მიწისძვრა, დღეს დილით, ადრე მოხდა – 7,3 მაგნიტუდის და ეპიდცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. პირველი მიწისძვრა ხუთშაბათს მოხდა – 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის. მაშინ 9 ადამიანი დაიღუპა. კიუსიუზე, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა ბიძგები, დანგრეულია შენობები, დაზიანებულია გზები და ელექტროგადამცემი ბოძები, ადგილობრივი საავადმყოფო სრულიად ევაკუირებულია, დანგრევის საშიშროების გამო. ქალაქ იატსუშიროში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა.

კუნძულზე მობილიზებულია სამხედრო ძალები და სამაშველო სამსახურები, რომლებიც დანგრეულ შენობებში ადამიანებს ეძებენ. მაშიკში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში ათობით ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ჯერჯერობით ვერ გამოყავთ – “ბიბისი” ავრცელებს.

ი3ი4

banner
წინა სტატიაშიახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს
შემდეგი სტატიაპრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია დღეს ტაჯ-მაჰალს ეწვევიან