28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა.

ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია”
შემდეგი სტატია„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით,  დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა