იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით – დაშავდა

კუნძულ კიუსიუზე მომხდარ ძლიერ, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრას, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 760 კი ჰოსპიტალიზირებულია.

მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღმრეზე, ადგილობრივი დროით 21:26 საათზე დაფიქსირდა, ხოლო 40 წუთის შემდეგ და შუაღამისას, მიწისძვრა განმეორდა და მისმა სიმძლავრემ 5,7 და 6,4 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუზე მდებარე ქალაქი კუმამოტოა.

ათასობით მოსახლე წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 44 ათასზე მეტი ადამიანი 505 საევაკუაციო პუნქტშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხს ელოდება
შემდეგი სტატიაშსს-მ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო